მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა.

სამინისტროს ცნობითვე, შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები.

"ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას. მხარეებმა განიხილეს მომავალი ნაბიჯები და დაადასტურეს ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მზაობა", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ასევე შეხვდა ოპოზიციის წევრებს. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციის ალიანსში შემავალი პარტიების წარმომადგენლები, ასევე „ლელოსა“ და გახარიას პარტიის წევრები.

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელი გუშინ, 7 მაისს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შეხვდა და როგორც კობახიძემ განაცხადა, დაუდასტურა მთავრობის მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები