მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

აზერბაიჯანი

"ქართული ოცნების" მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბარი გამართა - ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მაკა ბოჭორიშვილმა ღრმა შეშფოთება გამოხატა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.

"მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.

მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობის სიმტკიცე", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს ორი დრონი აზერბაიჯან-ირანის საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში, ნახჩევანის აეროპორტის ტერმინალის შენობისა და სოფელ შექერაბადში სკოლის სიახლოვეს დაეცა. აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ მომხდარში ირანი დაადანაშაულა. ირანი კი ნახიჩევანის აეროპორტზე დრონებით თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები