მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი

ისრაელში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიდეონ საარს შეხვდა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის ისტორიულ და კულტურულ კავშირებს და მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

"საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზის სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმებას, ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების და პირადად პრეზიდენტ ტრამპის განსაკუთრებულ ძალისხმევას და წვლილს რეგიონში მშვიდობის მიღწევაში", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები