„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანს დღეს, 16 იანვარს ეწვევა.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
მინისტრი ასევე გვირგვინით შეამკობს მარადიული ცეცხლის მემორიალს „შეჰიდების ხეივანში“ და პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას.
აზერბაიჯანი ერთ-ერთია ქვეყნების იმ მცირე ჩამონათვალში, ვინც „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.




























