მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაკა ბოჭორიშვილი სტამბოლში დღეს თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანი

დღეს, 8 ივნისს, სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში მხარეები ხელს მოაწერენ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას - „სტამბოლის დეკლარაციას“.

ამასთან, დაგეგმილია უწყების ხელმძღვანელების პირისპირ შეხვედრებიც.

„მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაქან ფიდანთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები