მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაკდონალდს საქართველო" გლობალურ კონვენციაზე რეი კროკის ჯილდოს მფლობელი გახდა

მაკდონალდს საქართველოს გუნდი ამ წუთებშიც შეერთებულ შტატებში, ლას ვეგასში იმყოფება,სადაც მაკდონალდსის გლობალური კონვენცია მიმდინარეობს, ეს კონვენცია ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება და ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული ღონისძიებაა. კონვენცია მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მაკდონალდსის წარმომადგენლებს, მომწოდებლებს, რესტორნების დირექტორებს და პარტნიორებს აერთიანებს, სადაც განიხილავენ ბრენდის განვითარების სტრატეგიებს, ინოვაციებს, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების გზებსა და ოპერაციულ წარმატებებს.

ღონისძიების ფარგლებში იმართება დაჯილდოებაც, სადაც განსაკუთრებული შედეგების მქონე რესტორნების დირექტორები და გუნდები ხდებიან რეი კროკის ჯილდოს მფლობელები, ეფექტური მენეჯმენტის, მაღალი საოპერაციო სტანდარტებისა და მომხმარებლისთვის კომფორტული გარემოს შექმნისთვის.

საქართველოს მაკდონალდსს წელსაც ჰყავს გამარჯვებული. არც წელს დავტოვეთ რეი კროკის ჯილდო შტატებში მინდა BMG-ის სახელით მივულოცო მაკდონალდს საქართველოს გუნდს მორიგი აღიარება და გამარჯვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები