მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაკდონალდს საქართველო” წელს სამი ახალი რესტორნის გახსნას გეგმავს

63af4647da750
მარიამ იზორია
02.01.23 23:56
3155
წელს “მაკდონალდს საქართველო” სამი ახალი რესტორნის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ bm.ge-ს “მაკდონალდს საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, წელს 30 მლნ ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი.

„2023 წელს მომხმარებელს ტექნოლოგიურად განსხვავებულ სიურპრიზებს შევთავაზებთ. გეგმაშია სამი რესტორნის გახსნა, ერთ-ერთი ბათუმში იქნება; ასევე, ვფიქრობთ, კახეთის მიმართულებით რამდენად შესაძლებელია ამის გაკეთება. 2023 წლის განმავლობაში 30 მლნ ლარის ინვესტირებას ვაპირებთ. ეს არის სწორი ეკონომიკის, სწორი პოლიტიკის გარემოება, რაც საშუალებას გვაძლევს, განვვითარდეთ; ქვეყანა როცა წინ მიდის, ეს ბიზნესს განვითარების შესაძლებლობას აძლევს”, - ამბობს “მაკდონალდს საქართველოს” გენერალური დირექტორი.

მისივე ინფორმაციით, 2022 წელს “მაკდონალდს საქართველო” 11 მლნ ადამიანს მოემსახურა. კომპანიამ შარშან სამი ახალი რესტორანი გახსნა და წელი 21 რესტორნით დახურა. ქსელის გაფართოებაში ჩადებული ინვესტიციის მოცულობამ კი 24 მლნ ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები