მაკდონალდსის ზუგდიდის რესტორნის დირექტორი, ნანა კვიციანი რეი კროკის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს ჯილდო მაკდონალდსის რესტორნების დირექტორებს მომხმარებლებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნის, ასევე გუნდის ეფექტიანად მართვისა და რესტორნის წარმატებულად ოპერირებისთვის გადაეცემათ. ნანა კვიციანი მსოფლიო მასშტაბით, მაკდონალდსის რესტორნების მენეჯერთა იმ 1%-ში მოხვდა, ვინც ეს აღიარება დაიმსახურა.