მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მაკდონალდსი" ინოვაციურ შესაკვეთ კიოსკს ხსნის

582b1fd83f797
BM.GE
15.11.16 18:44
1729
მაკდონალდს საქარველო, რომელიც უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია რაც სახელდება საუკეთესო სერვისის მქონდე კომპანიად საქართველოში, მომხმარებელს მომსახურების ინოვაციურ ფორმას სთავაზობს: კომპანია "ვიზასთან“ და „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, საქართველოში ინოვაციურ შესაკვეთ კიოსკებს ნერგავს. შესაკვეთი კიოსკის პრეზენტაცია რესტორნის დიღმის ობიექტში გაიმართა.

ინოვაციური შესაკვეთი კიოსკი მომსახურების უფრო მარტივ და სწრაფ მოდელზეა მორგებული და მაქსიმალურად ფოკუსირდება მომხმარებლის კომფორტზე. კიოსკის დიზაინი ადაპტირებულია ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თითოეული მომხმარებელი , ეს პროექტიც ხორციელდება იმ მოტივით , რომ სწორედ მათ შევუქმნათ მეტი კომფორტი და მათი ვიზიტი გავხადოთ უფრო საინტერესო და სასიამოვნო", - განაცხადა მაკდონალდსის დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა "მაკდონალდსის" სტრატეგიული პრიორიტეტია: საქართველოს წარმომადგენლობა ევროპის ქვეყნებს შორის ბრენდის სიახლეების დანერგვის პიონერია — ქართული "მაკდონალდსი" ერთ-ერთი პირველი სთავაზობს მომხარებელს ახალ შესაკვეთ აპარატებს. შესაკვეთი კიოსკის დანერგვა არის ახალი ეტაპი მომსახურების სფეროში. მისი საშუალებით შესაძლებელი ხდება მომხმარებლისთვის ინოვაციური და უნიკალური დამატებითი სერვისების შეთავაზება, რასაც მაკდონალდსი უახლოეს მომავალში პირდება ქართველ მომხმარებელს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები