მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაკდონალდსი“ UEFA-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორი გახდა

6454f74fb5a60
BM.GE
05.05.23 16:29
511
2023 წელს UEFA-ს 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ჩემპიონატი 21 ივნისიდან - 8 ივლისის ჩათვლით სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. მნიშვნელოვანია,, რომ „მაკდონალდსი“ UEFA-ს 21 წლამდე ნაკრებთა 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორი გახდა. 4 მაისს, სწორედ „მაკდონალდს საქართველოსა“ და „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მემორანდუმს ხელი „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას „მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია და ფეხბურთის ფედერაციის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.


ოფიციალური ნაწილის შემდეგ ჩემპიონატის მასპინძლობის მნიშვნელობასა და ამ პროცესში კომპანიის ჩართულობაზე ისაუბრა „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ. მისი თქმით, „მაკდონალდსისთვის“ მასშტაბური სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია:

„მაკდონალდსისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია სპორტი და სპორტთან ახლოს ყოფნა. მოგეხსენებათ, „მაკდონალდსი“ ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური რესტორანია და ბუნებრივია, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, ახლოს ვიყოთ იმ საზოგადოებასთან, სადაც ჩვენი რესტორნებით ვართ წარმოდგენილი. ძალიან დიდი პატივია, რომ საინტერესო, მრავალფეროვან და მაღალი სტანდარტის ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა თენგიზ კაპანაძემ.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა „მაკდონალდსს“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ 2023 წელს UEFA-ს 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს უმაღლესი სტანდარტებით უმასპინძლოს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის პარტნიორი, რომელიც აქამდე გვყავდა, თუმცა დღეს უნდა გამოვარჩიოთ კომპანია „მაკდონალდსი“ და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მის ხელმძღვანელებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სანიმუშო და სამაგალითო მასპინძლები ვიყოთ. ყველა ის პროექტი, რაც „მაკდონალდსთან“ ერთად გვაქვს დაგეგმილი, ტურნირს ძალიან წაადგება. ასეთი ფართომასშტაბიანი ღონისძიება საქართველოში ჯერ არ ჩატარებულია, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ისეთი პარტნიორი გვყავდეს, რომლებიც ტურნირს გააძლიერებენ.

დარწმუნებული ვარ, რომ როგორც სპორტული, აგრეთვე საორგანიზაციო კუთხით სანიმუშო მასპინძლები ვიქნებით“, - განაცხადა დავით მუჯირმა.

ჩემპიონატისთვის განსაკუთრებით ემზადება ყველასთვის საყვარელი „მაკდონალდსის“ „ქეთო“, რომელიც მომხმარებლებთან ტურნირის პერიოდში საქართველოს ნაკრების ფორმით გამოჩნდება. გარდა ამისა, ტურნირისთვის შეიქმნება სპეციალური მენიუც. ასევე, მაკდონალდსის აპლიკაციაში ერთგულ მომხმარებლებს ჩემპიონატის თემატიკით სპეციალური თამაში დახვდებათ. ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას „მაკდონალდს საქართველო“ ერთგულ მომხმარებელს სხვადასხვა სიურპრიზს შესთავაზებს.
#რაცგვაერთიანებს



(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები