მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაკდონალდსმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ასოციაცია „ცისარტყელას“ ბენეფიციარებთან ერთად აღნიშნა

მაკდონალდს საქართველო
01.06.26 19:49
550

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, „მაკდონალდს საქართველოასოციაციაცისარტყელასმზრუნველობამოკლებულ ბავშვების ცენტრს ესტუმრა და მის ბენეფიციარებს განსაკუთრებული დღე აჩუქა.

ვიზიტამდე მაკი ცენტრის საჭიროებებს გაეცნო და მათთვის საჭირო ინვენტარისკამები და სხვადასხვა სახის სათამაშოები გადასცეს. ადგილზე კი ბავშვებსა უმასპინძლეს, რათა ეს დღე კიდევ უფრო მხიარული, თბილი და დასამახსოვრებელი გამხდარიყო.

მაკდონალდსისთვისბავშვები და ოჯახები ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ბრენდის მთავარი მისია სტუმრებისთვის საყვარელი პროდუქტებისა და სასიამოვნო გამოცდილების შექმნასთან ერთად, ადამიანებზე, ოჯახურ ურთიერთობებსა და იმ ბედნიერ მომენტებზე ზრუნვასაც გულისხმობს, რომლებიც ყველაზე ძვირფას მოგონებებად რჩება. სწორედ ამიტომ, ბავშვების მხარდაჭერა და მათთვის სიხარულის გაზიარება კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

კომპანია დაარსებიდან დღემდე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბავშვთა კეთილდღეობას და 1 ივნისს ტრადიციულად სხვადასხვა სოციალური აქტივობით აღნიშნავს, თუმცა ბავშვებსა და ოჯახებზე ზრუნვა მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლება. წლის განმავლობაშიმაკდონალდსიარაერთ ინიციატივას ახორციელებს, რომელიც ბავშვების მხარდაჭერას, მათი განვითარების ხელშეწყობასა და პოზიტიური გამოცდილებების შექმნას ემსახურება.

ასოციაციაცისარტყელაწლებია მრავალშვილიანი, მარტოხელა დედებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობს. ასოციაცია ბავშვებისთვის უსაფრთხო, მზრუნველ და განვითარების შესაძლებლობებით სავსე გარემოს შექმნას უწყობს ხელს. სწორედ ამ საერთო ღირებულებების გამო გადაწყვიტამაკდონალდსმაბავშვთა დაცვის დღე ორგანიზაციის ბენეფიციარებთან ერთად აღენიშნა.

მაკდონალდს საქართველოსოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ბავშვების კეთილდღეობას ემსახურება. ბავშვების სიხარული ბრენდის განუყოფელი ნაწილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები