მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაკენზი სკოტმა ქველმოქმედებაზე $2 მილიარდზე მეტი დახარჯა

60c9fbfce035b
ნათია თაქთაქიშვილი
17.06.21 00:10
934
მაკენზი სკოტმა, Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ყოფილმა ცოლმა, ქველმოქმედებაზე დამატებით კიდევ 2.7 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა, თუმცა გამოცემა Forbes-ის მიხედვით ის 59.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ქონებით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ჩამონათვალში მაინც 22-ე ადგილს იკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ $2-მილიარდიანი ქველმოქმედება მაკენზი სკოტის მიერ გაღებული რეკორდული თანხა არ არის, რადგან მან გასული წლის ბოლო ოთხ თვეში 4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის დონაცია განახორციელა.

როგორც მაკენზი სკოტის ბლოგ პოსტშია აღნიშნული, ის დაახლოებით 286 ორგანიზაციის დონაციას ეწევა, რომლებიც უმცირესობების დაცვას, განათლების და კულტურის სფეროებს ემსახურებიან.

შეგახსენებთ, მაკენზი სკოტის ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯეფ ბეზოსთან განქორწინების შედეგად მიღებულ სიმდიდრეზე მოდის. წყვილი ერთმანეთს 2019 წელს დაშორდა. კონტრაქტის მიხედვით, მაკენზი სკოტს Amazon-ის აქციების 4% ეკუთვნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები