მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Making Science-ს, რომელიც Sweeft Digital-ს ფლობს, 2024 წლის 9 თვეში €194 მილიონის შემოსავალი ჰქონდა

Making Science

ესპანური ციფრული მარკეტინგის სააგენტო Making Science-ი 2024 წლის ცხრა თვის ფინანსურ მაჩვენებლებს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, წელს კომპანიის მთლიანი შემოსავალი 13%-ით, 194 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ესპანური კომპანია საქართველოში Sweeft Digital-ის მფლობელია და კომპანიის ანგარიშის თანახმად, მათი მთლიანი სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საქართველოზე მოდის. Making Science-ი Sweeft Digital-ის მფლობელი 2021 წლის სექტემბერში გახდა.

2023 წლის ანგარიშის თანახმად, კომპანიას ყველაზე მეტი 460 დასაქმებული ესპანეთში ჰყავს, მეორე ადგილზეა საქართველო 334 დასაქმებულით, ხოლო მესამეზე იტალია 74 თანამშრომლით.

ინვესტორთა პრეზენტაციის თანახმად, კომპანია მოელის, რომ წელს მათი მთლიანი შემოსავალი 270-290 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება, რაც წლიურ ჭრილში შემოსავლების 15-23%-ით ზრდას ნიშნავს.

ინვესტორთა პრეზენტაციის მიხედვით, კომპანიის კლიენტთა შორის არიან Mondelez-ი, LVMH, PSA, INDITEX-ი, Mazda, Samsung-ი, MaxMara, Santander-ი და სხვა კომპანიები.

საქართველოში კომპანიის შვილობილის “სვიფტის” დირექტორის პოსტს დღემდე იკავებს ვახტანგ თურნავა, ასევე კომპანიის დირექტორები არიან მარკო ანტონიო სილვა როხასი და ხოსე ანტონიო მარტინეზ აგილარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები