მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Making Science Sweeft-ი USAID-თან ერთად კარიერული აქსელერაციის პროგრამას წარმატებით ახორციელებს

მსოფლიოს მასშტაბით, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებზე მოთხოვნა ძალიან დიდია და გლობალური დასაქმების ბაზარი მუდმივად ითხოვს ტექნოლოგიური მიმართულებით კვალიფიციურ კადრებს. ეს ტენდენცია საქართველოშიც განსაკუთრებით მკვეთრად, ბოლო რამდენიმე წელია შეინიშნება. ტექნოლოგიური პროფესიები ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით სათანადოდ არ არის ათვისებული და შესაბამისად, ამ მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტია. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, მეიქინგ საიენს სვიფტი იუსეიდის პროგრამა „დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით კარიერული აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანია, ერთი მხრივ ხელი შეუწყოს ტექნოლოგიური კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას, ამასთან პროგრამის მონაწილეებს დასაქმების შესაძლებლობა მისცეს.