მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Making Science Sweeft-მა USAID-ის მხარდაჭერით აქსელერაციის პროგრამაზე ახალი ნაკადის მიღება დაიწყო

63eb30f6907a4
მარიამ იზორია
14.02.23 11:15
689
Making Science Sweeft-მა USAID-ის პროგრამა „დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით, აქსელერაციის პროგრამაზე ახალი ნაკადის მიღება დაიწყო. პროგრამა მონაწილეებს საშუალებას აძლევს მიიღონ და გაიღრმავონ ცოდნა აიტი და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. აქსელერაციის პროგრამის დასრულების შემდეგ გადამზადებულ კადრებს დასაქმების შესაძლებლობაც აქვთ. ამჯერად პროგრამის ახალი ნაკადის ფარგლებში 20 მაღალი დონის ტრეინინგი ჩატარდება.

“პროგრამა ანაზღაურებადია და კადრებში სპეცალიზაციის გაზრდას ემსახურება, იმდენად, რომ ჩვენი პროგრამის დასრულების შემდეგ, კადრებს სრულფასოვნად დეველოპერის პოზიციაზე მუშაობა შეუძლიათ. პროგრამა გამოცხადდა პროგრამირების და ციდფ მარკ მიმართულებით.

მოგეხსენებათ, როგორც საქართველოში ასევევ მთელს მსოფლიოში აიტი მიმართულებებზე კადრების დეფიციტია. ჩვენი პროგრამით ხელს ვუწყობთ ამ დეფიციტის შევსებას. მასშტაბები შედარებით პატარაა, თუმცა ჩვენ ამ მხრივ, რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ”, - აღნიშნავს Making Science Sweeft-ის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი აგლაძე.

Making Science Sweeft-ისა და USAID-ის თანამშრომლობა უკვე ორი წელია გრძელდება. მეხუთე ნაკადის მიღების ფარგლებშიMaking Science Sweeft სამი ათასი აპლიკაციის მიღებას ელოდება, პროგრამა კი აპლიკანტებიდან დაახლოებით 60 მონაწილეს შეარჩევს. კომპანიამ პროგრამის ფარგლებში უკვე დაახლოებით 200 ადამიანი პროგრამისტად გადაამზადა.

“ჩვენი და მეიქინგ საიენს სვიფთის თანამშრომლობა აიტი სექტორში შესაძლებობების გაზრდას ემსახურება. პროგრამის ფარგლებში, 20 მაღალი დონის ტრეინინგი ჩატარდება. გადამზადებიან ადამიანები და იმ უნარებს შეიძენენ რაც ამ სექტორში დასაქმებისთვის არის საჭირო. აქსელერაციის პროგრამა საქართველოსთვის კარგი შესაძლებლობაა. ის ადამიანები რომლებიც ამ პროგრამაში ჩაერთვებიან მმაღალ აანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმებას შეძლებენ“, - აცხადებს USAID Georgia-ს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი მარიკა ოლსონი.

Making Science Sweeft-ის აქსელერაციის პროგრამის სტრატეგიული პარტნიორი განათლების და მეცნიერების სამინისტროა. ამასთან, Making Science Sweeft GITA-სთანაც თანამშრომლობს. სწავლის პროცესის გაძლიერებასა და თანამედროვე რესურსების ათვისებაში კი თიმბოუთია ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები