მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მალე ბაზარზე ახალი აპლიკაცია გამოჩნდება - რას შესთავაზებს მომხმარებელს Super App-ი?

63963044438db
მარიამ იზორია
12.12.22 00:10
2625
მალე ბაზარზე ახალი აპლიკაცია ჩაეშვება, რომელიც ყველა იმ სერვისსა და პროდუქტს გააერთიანებს, რომლის მიღებაც მომხმარებელს ელექტრონული კომერციის მიმართულებით შეუძლია. საუბარია Super App-ზე, რომელიც კომპანია „თინეთის“ პროდუქტია. 

Super App-ის გეგმებზე BMGDRIVE-ს ეთერში „თინეთის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩუმაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, აპლიკაცია საკვების მიტანის, ტაქსის და სხვა სერვისებს გააერთიანებს.

"Super App არის აპლიკაცია, რომელშიც თავმოყრილია ყველა ის სერვისი, პროდუქტი, რომელიც შეგიძლია ციფრულად მიიღო და გაიმარტივო ცხოვრება. აქ იქნება საკვების მიტანის სერვისი, ტაქსის მომსახურება, გვექნება კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვა, NFT. ჯამში მომხმარებელი ყველა იმ სერვისს მიიღებს, რომელიც აქტუალურია. ყოველთვის იქნება დინამიკა, დაემატება ახალი სერვისი, გვექნება მომხმარებლისთვის დამატებითი ბენეფიტების მიღების საშუალება“, - აღნიშნავს ის.

აღსანიშნავია, რომ - „თინეთი“ ჯამში ცხრა ისეთ წამყვან ონლაინპლატფორმას აერთიანებს, როგორიც mymarket.ge, myauto.ge და TKT.GE-ია. „თინეთის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, კომპანიას თვეში მილიონ 600 000 აქტიური მომხმარებელი ჰყავს. რაც შეეხება კომპანიის ბრუნვას, როგორც გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, „თინეთის“ წლიური ბრუნვა 100 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები