მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მალე ბაზარზე „კამპას“ ცივი ჩაი გამოჩნდება

607e84f6c046b
ინგა მურუსიძე
20.04.21 12:27
949

უახლოეს მომავალში საქართველოში „კამპას“ წარმოების ცივი ჩაი გამოჩნდება. როგორც საწარმოს დამფუძნებელმა სანდრო ბუაძემ bm.ge-ს განუცხადა, 6-მდე დასახელების ცივი ჩაი შუშის ბოთლებში გაიყიდება.

მისი განმარტებით, ცივი ჩაი რეალიზდება როგორც ქართულ ბაზარზე, ისე - სხვადასხვა ქვეყანაში.

„ახლა დავამატეთ ახალი საწარმოო ხაზი, რომელიც ევროპაში შევიძინეთ - ეს არის შუშის ბოთლებში ნატურალური წვენების და ცივი ჩაის წარმოება. შუშა გვაძლევს საშუალებას, უფრო სხვა ტიპის პროდუქცია ვაწარმოოთ, უფრო ნიშურ ბაზრებს მოვერგოთ ექსპორტზე და ა.შ. ზოგადად, ასორტიმენტის გაფართოება ძალიან კარგია. პირველ ეტაპზე ვგეგმავთ, ცივი ჩაი შუშის ბოთლებით ქართულ ბაზარზე  გავყიდოთ", - განაცხადა სანდრო ბუაძემ და დასძინა, რომ დაახლოებით, 0.5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

გარდა ამისა, „კამპა“ შუშის ბოთლებში უკვე აწარმოებს ნატურალურ წვენებს, თუმცა მხოლოდ - საექსპორტოდ. ბოთლები 750, 500 და 250 მილილიტრიანებია და მუყაოს შეფუთვაში არსებული წვენისგან განსხვავებული გემო აქვს.

ამ ეტაპზე შუშის ბოთლებში ჩამოსხმული ნატურალური წვენები ჩინურ და რუსულ ბაზრებზე გადის, თუმცა კომპანია სხვა ბაზრების ათვისებასაც გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები