მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მალე საქართველოში Geely-ს ახალი მოდელები - Monjaro, Tugella და Geometry შემოვა

Geely

საქართველოში ახალი საავტომობილო ბრენდი Geely Auto შემოვიდა, რომელსაც ქვეყანაში ოფიციალურად Tegeta Cars-ი წარმოადგენს.

საწყის ეტაპზე, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე კომპაქტური SUV-ით, Geely Coolray-ით იქნება წარმოდგენილი, თუმცა უახლოეს მომავალში Geely-ის სხვა მოდელებიც შემოვა, მათ შორისაა: Monjaro, Tugella და Geometry C.

“Geely საქართველოს” კომერციული დირექტორის, გიორგი შაქარაშვილის განმარტებით, ქართულ ბაზარზე Geely-ს გამოჩენა ჩინური წარმოების ავტომობილების მიმართ მოთხოვნის ზრდას უკავშირდება.

როგორც ჩანს, მომხმარებლებს მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური ავტომობილების შეძენა სურთ, თანაც ხელმისაწვდომ ფასად. მაგალითად, Geely Coolray მაღალი ხარისხის დეტალებით, თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, კომფორტული ინტერიერით და უნიკალური დიზაინითაა გამორჩეული, თუმცა ამ SUV-ის ფასი $20,000-ის ფარგლებშია, რაც კონკურენტებთან შედარებით საკმაოდ იაფად შეიძლება ჩაითვალოს.

Geely-ს ხელმისაწვდომობას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ეს ჩინური კონგლომერატი ათამდე საავტომობილო ბრენდს, მათ შორის, Volvo-ს, Smart-ს, Lotus-ს, Polestar-ს, LYNK-ს და Zeekr-ს აერთიანებს. ასეთი მრავალფეროვანი პორტფელი კი Geely Holdings-ის მოდელებს შორის ტექნოლოგიის გაზიარების და ხარჯების შემცირების საშუალებას იძლევა.

TECH INFORM-ში საუბრისას გიორგი შაქარაშვილმა აღნიშნა, რომ Geely-ს ავტომობილებში წარმოდგენილი უსაფრთხოების სისტემების შექმნაზე Volvo-ს გუნდის მუშაობდა, ეს შვედური ავტომწარმოებელი კი უკვე ათწლეულებია უსაფრთხოებასთან და დაცულობასთან ასოცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები