მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მამუკა ბახტაძე - გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, გადაწყვეტილებას ვღებულობ მე

5d14e47914e62
შოთა ტყეშელაშვილი
27.06.19 19:40
1171

"გიორგის(გახარიას) ფასეულობათა სისტემა და მორალი საზოგადოებამ კარგად იცის,"- ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის კითხვაზე პასუხისას ამბობს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. მისი აზრით, ქართული ოცნების გუნდში არ არსებობენ ადამიანები, რომლებიც "სკამებს გამოეკიდებიან". 20 ივნისის ღამის მოვლენებზე კი ბახტაძე პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებს. 

"ქალბატონო ეკა, პასუხს მოუსმენთ? ხომ გინდათ პასუხი? ჩემი პასუხი არის ძალიან პირდაპირი და ძალიან მარტივი. ბუნებრივია ის, რომ ჩვენი პოლიცია არ გეგმავდა და არც ჰქონდა მსგავსი დავალება მიღებული, თვითონ ფაქტით დასტურდება. რამდენიმე საათის განმავლობაში, როდესაც მიმდინარეობდა ძალადობა ჩვენს პოლიციელებზე, მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, არ იყენებდა პოლიცია ძალას. პოლიციას აქვს უფლება. როდესაც პოლიციამ ვეღარ შეძლო ეს, მათ მოუწიათ სპეციალური მოსაგერიებელი საშუალებების გამოყენება. 

გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ბუნებრივია გადაწყვეტილებას ვღებულობ მე. გიორგის ფასეულობათა სისტემა და მორალი საზოგადოებამ კარგად იცის.

ჩვენ ჩვენს კაბინეტში და პოლიტიკურ გუნდში არ გვყავს არცერთი ადამიანი, რომელიც გამოეკიდება თავის სკამს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა, იმაზე რაც მოხდა ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს, რომელიც ამ ყველაფერს გეგმავდა და ადამიანებს, რომლებმაც მოუწოდეს შტურმისკენ. მათ გამოიყენეს ჩვენი მოქალაქეების ობიექტური და სამართლიანი ემოციები.

რაც შეეხება გიორგი გახარიას და შსს-ს, დიახ ცალკეული სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებულ გამოყენებას. ვერცერთ ადამიანს ვერ ნახავთ ჩვენს გუნდში, რომელიც თავის სკამს დაიცავს,"- ამბობს ბახტაძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები