მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მამუკა ბახტაძე: ამბიციური ამოცანა გვაქვს - 2023-ში მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი

5c1b4704a1216
BM.GE
20.12.18 11:29
897
პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ამბიციურ მიზანს წარმოადგენს ის, რომ ქვეყანამ 2023 წლისთვის გაუმჯობესებული საინვესტიციო რეიტინგი მიიღოს.

ბახტაძის თქმით, განახლებული საინვესტიციო რეიტინგი საქართველოს ეკონომიკას განვითარებული ეკონომიკების "გზაზე დააყენებს". 

"საქართველომ უნდა დაიბრუნოს ისტორიული როლი, ეს როლი იყო რეგიონის კულტურული და ეკონომიკური ცენტრი. ჩვენი ამოცანა არის გავაუმჯობესოთ არსებული მიღწევები და ყველა რეიტინგში საქართველო იყოს ტოპ ხუთეულში. 

ძალიან ამბიციური, თუმცა მიღწევადი ამოცანა არის ის, რომ 2023 წლისთვის საქართველომ მიიღოს ის საინვესტიციო რეიტინგი, რომელიც არის მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანა შევიყვანოთ და დავაყენოთ განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვის გზაზე. მაგრამ, არცერთ რეიტინგს, არცერთ სტრატეგიას არ აქვს აზრი, თუ ის არ ემსახურება მთავარს - ეს არის სიღარიბის დაძლევა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლება,"-  განაცხადა ბახტაძემ მთავრობის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები