მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მამუკა ბახტაძე: ბიუჯეტი შესრულებულია გადაჭარბებით

5a5878175b184
თელარა გელანტია
12.01.18 12:54
788
ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს უკვე აქვს წინასწარი მონაცემები.

"ბიუჯეტის ნაწილი შემოსულობების გადაჭარბებითაა შესრულებული 120 მილიონი ლარით. ჩვენ 18-20 იანვარს გვექნება უკვე დეტალური ინფორმაცია, რომელსაც პარლამენტსაც წარვუდგენთ და ამაზე ბრიფინგიც გაიმართება, სადაც ბიუჯეტის თითოეულ პარამეტრზე ძალიან დაწვრილებით ვისაუბრებთ. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ბიუჯეტი შესრულებულია გადაჭარბებით 120 მილიონი ლარით, ასევე ძალიან კარგი ციფრები გვაქვს ათვისების ნაწილშიც და ყველა თითოეულ ამ პარამეტრზე ჩვენ 18-20 იანვარს ძალიან დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით", - განაცხადა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები