“მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებიც საქართველოში გახსნიასნ ჰედ ოფისებს და მოემსახურებიან რეგიონს აქედან, მიიღებენ განსაკუთრებულ საგადასახადო შეღავათებს,” - განაცხადა The Economist-ის ორგანიზებით გამართულ ფორუმზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
ბახტაძის თქმით, საქართველოსთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ის ამბობს, რომ ასევე მნიშვნელოვანია ამ ინვესტიციების ხარისხი იზრდებოდეს.
მთავრობა ინვესტიციების მოსაზიდად სპეციალური საგადასახადო რეჟიმის შემოღებას გეგმავს.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ საერთაშორისო კომპანიებს საქართველოში რეგიონული ოფისების გახსნის შემდეგ, მხოლოდ 5%-იანი მოგების გადასახადის გადახდა მოუწევთ, მათ დანარჩენი ტიპის გადასახადებზე ან სრული ან ნაწილობრივი შეღავათები დაუდგინედებათ.
მთავრობა ამას ინვესტორთა მოსაზიდად აკეთებს. 2018 წლის სამ კვარტალში ინვესტიციები 37%-ით შემცირდა და მხოლოდ $998 მილიონი შეადგინა.

























