მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მამუკა ბახტაძე და ქეთი ბოჭორიშვილი ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა სიაში მოხვდნენ

5c8bd8c5cc1f5
ლევან თაღიაშვილი
15.03.19 20:45
7535

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერების სიაშია. ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა სიაში ის 40 წლამდე ადამიანები ხვდებიან, რომლებიც მსოფლიოზე გარკვეულ გავლენას ახდენენ და მას უფრო ინოვაციურს, თანამედროვეს და განვითარებულს ხდიან.

გამარჯვებულები არიან როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორიდან. ერთ-ერთი მათგანი მამუკა ბახტაძეც გახდა.  მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ მამუკა ბახტაძემ კარიერა ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორში დაიწყო და ამჟამად საქართველოს პრემიერ-მინისტრია.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებ-გვერდზე ასევე ამოიკითხავთ, რომ ის საქართველოში ლიბერალურ რეფორმებს ატარებს და სურს, სამხრეთ კავკასიის ქვეყანა ევროკავშირისა და NATO-ს წევრი გახდეს.

სიაში ასევე მოხვდა ქეთი ბოჭორიშვილი, რომელიც “ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორია და წარსულში ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.

მსოლფიო ეკონომიკური ფორუმი წერს, რომ ის კორუფციის წინააღმდეგ ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი ლიდერი ქალია და აქტიურად ცდილობს მმართველობის სფეროში ინოვაციური მიდგომების დანერგვას. მას წვლილი მიუძღვის კერძო სექტორის განვითარებაში. კერძოდ ბიუროკრატიის შემცირებასა და ეკონომიკის დივერსიფიკაციაში.

ვებ-გვერდზე ვკითხულობთ ასევე , რომ ქეთევან ბოჭორიშვილის ერთ-ერთი მიღწევა Forbes Women-ის პრიზია, რომელიც მან 2017 წელს მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები