მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მამუკა ბახტაძე: განცდა მაქვს, რომ ვისაც არ ეზარება, ყველა სოფლის მეურნეობის დარგს ლანძღავს

5ce65bb885a4d
ლიკა გურაბანიძე
23.05.19 12:36
892
"განცდა მაქვს, რომ ვისაც არ ეზარება ყველა სოფლის მეურნეობის დარგს ლანძღავს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა შეხვედრაზე განმარტა, საქართველოში ერთად აღებულ არცერთ ხელისუფლებას იმდენი კრიტიკა არ მიუღია, რამდენიც კონკრეტულად სოფლის მეურნეობის დარგს.

"რა თქმა უნდა, ეს არის იმის შედეგი, რომ გარკვეულწილად სწორი ანალიზი არ ხდება და საზოგადოებაში არ მომხდარა სწორი ანალიზი იმის შესახებ, რა პრობლემები აქვს სოფლის მეურნეობას და რა პერსპექტივები.

თქვენ დარგს ყველა სხვა დარგთან შედარებით ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აქვს იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ იცით მოსახლეობის 40%-ზე მეტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული მაშინ, როდესაც ეს დარგი მშპ-ში მხოლოდ 9%-ს გენერირებს. ეს არის ამავე დროს წყარო სიღარიბის, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევის.

აქაც ჩემი პასუხი ყოველთვის მარტივი იყო, ეს არ უნდა გახდეს იმის თქმის საფუძველი, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას მომავალი არ აქვს", - აღნიშნა ბახტაძემ.

ბახტაძის თქმით, საქართველოში მომავალი არ აქვს სოფლის მეურნეობის იმ ფილოსოფიას, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო.

"როდესაც ჩვენი მოქალაქეები ნატურალურ მეურნეობაში არიან დასაქმებულები და მათი უმრავლესობა პროდუქციას პირადი მომხარებლისთვის იყენებს, ბუნებრივია, ასეთ სოფლის მეურნეობას პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ სოფლის მეურნეობის იმ ფილოსოფიას, რომელიც გულისხმობს, რომ ფერმერებმა შექმნან პროდუქცია, მოახდინონ მისი რეალიზაცია, ბაზარზე მიიღონ შემოსავალი და შემდეგ ეს შემოსავალი თავად მოიხმარონ, სწორედ აქ არის წარმატების ფორმულა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები