მამუკა ბახტაძე: ინფრასტრუქტურულ განვითარებას მეტი დინამიკა სჭირდება
საქართველოს პრემიერ–მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში ინფრასტრუქტურული განვითარება მაღალი ტემპებით მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
ამის შესახებ მან პარლამენტში, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
"ჩვენ გვჭირდება მეტი დინამიკა ამ მიმართულენით. თქვენ იცით ჩვენი პოლიტიკა, რომ ჩვენ, ჩვენი დონორი ორგანიზაციებისგან ფულის მოზიდვას ვახორციელებთ მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსების მიზნით და ეს პოლიტიკა ასევე გაგრძელდება", – აღნიშნა ბახტაძემ.