"როდესაც საქართველოში დავბრუნდები და საპარლამენტო ოპოზიციას სურვილი და საშუალება ექნება, შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში აუცილებლად შედგება”-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, იორდანიიდან ფესბუკ-ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, სურვილი ჰქონდა, რომ შეხვედრა ოპოზიციასთანაც მომხდარიყო, თუმცა, როდესაც ეს ინიციატივა მისი მხრიდან გაჟღერდა, მათ შეკრება ვერ მოახერხეს.
"ჩემი სურვილი იყო და არის, მივსულიყავი პარლამენტში და გვესაუბრა თამაშის ახალ წესებზე. იქ კარგად გამოჩნდებოდა, თუ ვინ არის საქართველოში სამართლიანი თამაშის წესებისა და სიღარიბის დამარცხების მომხრე და ვინაა ამ ყველაფრის წინააღმდეგი. სამწუხაროდ, იმ კვირას ოპოზიციამ პარლამენტში შეკრება ვერ მოახერხა. როდესაც მასშტაბური საკითხია, მსჯელობა უნდა იყოს მთელ პარლამენტთან და არა მხოლოდ უმრავლესობასთან, ეს შეხვედრა აუცილებლად შედგება", - განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე იორდანიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას ესწრება.

























