პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი მომავალ პრემიერ-მინისტრს ხარჯების შემცირებას, მათ შორის სამინისტროების რაოდენობის შემცირებას და აქტივების პრივატიზაციაზე გაშვებას ურჩევს.
პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატს, მამუკა ბახტაძესაც აფასებს და აცხადებს, რომ თუ მთავრობის ახალმა გუნდმა მისი ფინანსთა მინისტრობის დროს დაანონსებული ცვლილებები გაატარა, ეს ეკონომიკას გააჩერებს.
"მამუკა ბახტაძე ხელოვნური ადამიანია, პოლიტიკაში ხელოვნურად შემოყვანილი. ჩემი აზრით ხელოვნურად ხდებოდა ის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ისროდა რაღაც ინიციატივებს, რომელთა ნაწილიც მერე კანონპროექტებად აქციეს. ისე რომ შემდეგ კაციშვილი მასზე კომენტარს არ აკეთებდა. ისეთ რაღაცეებს ლაპარაკობს, რაც მისი კომპეტენია საერთოდ არ არის და ამაზე არც პრემიერი აკეთებს კომენტარს, არც ეროვნული ბანკი. ეს ყველაფერი კამპანია იყო იმისთვის, რომ ეს კაცი პრემიერად გაეყვანათ. თუ რეალურად გაატარეს ცხოვრებაში ის რაღაც ინიციატივები, ეს ეკონომიკას გააჩერებს და მნიშვნელოვნად დახევს მას უკან. როგორც მინიუმ დაკრედიტება შემცირდება სერიოზულად და კონკრეტულ ადამიანებს დაარტყამს ეს", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

























