ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სამინისტროების რაოდენობის შემცირებას სწორ გადაწყვეტილებად აფასებს.
"ჩვენ ვართ ერთგული მცირე მთავრობის იდეის. საქართველოს ეკონომიკა და მისი მართვა უნდა იყოს მოქნილი. შესაბამისად მთავრობის ზომა არ უნდა იყოს მაღალი", - განაცხადა მინისტრმა სოციალურ ქსელ Facebook-ში პირდაპირი ჩართვისას.
მისი თქმით, მთავრობამ გრძელვადიან სტრატეგიაში განსაზღვრა, რომ მთავრობის სახელფასო ნაწილი უნდა იყოს მშპ–ს 4%–ის ფარგლებში. “ეს არის ამბიციური გეგმა, თუმცა მიღწევადი", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

























