პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ მინისტრს, მამუკა ბახტაძეს საპნესიო ფონდში აკუმულირებული თანხების განკარგვასთან და საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტების საკითხთან დაკავშირებით მოუწია განმარტებების გაკეთება.
დეპუტატ ოთარ კახიძის კრიტიკაზე, რომ მთავრობამ არ იცის, სად წაიღოს მოსახლეობიდან ამოღებული საპენსიო შენატანები, რადგან საინვესტიციო საბჭო ჯერ კიდევ არ არის დაკომპლექტებული პრემიერი ასე პასუხობს:
„რაც არ უნდა ემოციურად დასვათ ეს შეკითხვა, ფაქტი არის შემდეგი: საინვესტიციო საბჭო შეირჩა, მათ შორის თქვენი მონაწილეობით და მინდა გითხრათ, რომ ობიექტური კრიტერიუმებით იხელმძღვანელეთ.
ამ საინვესტიციო საბჭოში არიან მაგალითად ადამიანები, რომლებიც იყვნენ ფინეთის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელები, იყვნენ საფრანგეთის საპენსიო საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანენელები, მსოფლიოს გიგანტი, ნომერ პირველი საინვეტიციო ბანკის JP Morgan-ის ვიცე-პრეზიდენტი და ა.შ
ეს არის იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც არიან ბორდში. თქვენ თვითონ შეაფასეთ, რა თამასაზეა საუბარი, მითუმეტეს მონაწილეობა მიიღეთ ამ ყველაფერში.
საპენსიო ფონდთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ეს არის ის გზა, რომელიც გაიარა ყველა წარმატებულმა ქვეყანამ. ავსტარლიამ, ავსტრიამ, გერმანიამ, ბელგიამ, ჰოლანდიამ, დანიამ, ფინეთმა, კანადამ, საფრანგეთმა, იაპონიამ, ყველა წარმატებული საბაზრო ეკონომიკსი მქონე ქვეყანამ. ეს არის ერთადერთი ალტერნატივა“-განაცხადა პრემიერმა.

























