დღესვე ბახტაძე შანხაიში Bank of China Group-ის თავმჯდომარეს ჩენ სიქინგს შეხვდა.
"დავესწარი პრეზიდენტ სი ძინპინის სახელით გამართულ მიღებას, სადაც შევხვდი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელ კრისტინ ლაგარდსა და ლიეტუვას პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს. ჩვენი მიზანია, საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში ეფექტური ინტეგრაცია და რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბება. ჩინეთის ბაზარი კი არის უდიდესი პლატფორმა ჩვენი მეწარმეებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობა განავითარონ თავიანთი ბიზნესი და, რაც მთავარია, დაასაქმონ ჩვენი მოქალაქეები,"- წერს ბახტაძე საკუთარ facebook-ზე.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის პირველი გამოფენისა და ჰონგციაოს საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის გახსნის ცერემონიაში. დაგეგმილია მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა საერთაშორისო ფორუმის დისკუსიაზე, რომლის სახელწოდებაა "ვაჭრობა და ინვესტიციები".
ვიზიტის ფარგლებში მთავრობასთან ერთად საქართველოს კერძო სექტორიც არის წარმოდგენილი. ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე გაიხსნება ქართული პავილიონი, რომელზეც 53 ქართული კომპანია იქნეება წარმოდგენილი.
ვიზიტის ფარგლებში მთავრობასთან ერთად საქართველოს კერძო სექტორიც არის წარმოდგენილი. ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე გაიხსნება ქართული პავილიონი, რომელზეც 53 ქართული კომპანია იქნეება წარმოდგენილი.