თბილისის შემოვლითი რკინიგზის განხორციელების ერთ-ერთ პროექტზე არჩევანს მთავრობა მაისის ბოლომდე გააკეთებს, მშენებლობას კი წელს გააგრძელებს. საქართველოს რკინიგზაში ამობობენ, რომ წარდგენილი ორივე პროექტი მათთვის მისაღებია. მამუკა ბახტაძის თქმით, ორივე პროექტი ითვალისწინებს როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე რკინიგზის ინტერესებს.
„ჩვენი ამოცანა გახლდათ რომ მაქსიმალურად გათვალისწინებულიყო მუნიციპალიტეტის ინტერესები, მაგრამ ასევე არ დაზარალებულიყო დერეფნის ინტერესები და არ მომხდარიყო გამტარუნარიანობის შეზღუდვა. ორივე პროექტი ამას ითვალისწინებს. საქართველოს რკნიგზას ორივე პროექტის მხარდაჭერა აქვს და მზადაა განახორციელოს ის რომელიც შეირჩევა“, - განაცხადა ბახტაძემ.

























