„არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა ყველა ერთსულოვანია“ - განაცხადა მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრად წარდგენის შემდეგ ზაქარია ქუცნაშვილმა. მისი განმარტებით, იმის გათვალისწინებით რომ გიორგი გახარია ამჟამად "ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაზეა, მისი სხვა პოზიციაზე გადანაცვლება არ შეიძლება"- განმარტა მედიასთან ქართული ოცნების წევრმა.
"რეფორმატორი ეკონომიკური გუნდის ახალი თაობის ლიდერი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს მთავრობას და ის იქნება მეოთხე პრემიერი. მამუკა ბახტაძეს რამდენიმე უპირატესობა აქვს."_ განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა და უპირატესობებს შორის მისი აპოლიტიკურობა და რეფორმატორობა დაასახელა.
" ის ახალია ამ საქმეში. ის რკინიგზიდან მოდის და არა რომელიმე პარტიიდან. დროის მოკლე პერიოდში რაც მამუკა ბახტაძე მინისტრად მუშაობს მან რეფრმატორის იმიჯი დაიმკვიდრა და ის არის ტრანსკავკასიური პროექტების ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი. "_ განაცხადა ქართული ოცნების ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაქარია ქუცნაშვილმა.

























