მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ბახტაძე: წლის ბოლომდე ბიზნესს 520 მლნ ლარს დავუბრუნებთ

5c17cbec5f2fd
თელარა გელანტია
17.12.18 20:15
1159
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღგ-ის დაბრუნების რეფორმა წარმატებულია.

ამის შესახებ ბახტაძემ სოციალურ ქსელ facebook-ით ლაივ-ჩართვისას განაცხადა, სადაც სხვადასხვა თემებზე მოქალაქეების კითხვებს უპასუხა.

„ვფიქრობ, დღგ-ის დაბრუნების რეფორმა ბიზნესის მიერ აღქმული იქნა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური ნაბიჯი. დღგ-ის დაბრუნების პრობლემა ქართული ბიზნესისთვის მუდამ თავის ტკივილი იყო. მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ შევძლებთ და დავაბრუნებთ 520 მლნ ლარს ჩვენი საწარმოების სასარგებლოდ, რაც ნიშნავს ჩვენი კომპანებისთვის მეტი რესურსის მიცემას, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი შეძლებენ მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, შეძლებენ უფრო აქტიურად ჩაანაცვლონ იმპორტი, უფრო აქტიურად გავიდნენ ექსპორტზე და სწორედ ეს არის ის ერთადერთი გზა, რომ ქართული საწარმოები გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანები“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საწარმოებისთვის დღგ-ის დაბრუნება 2019 წელს კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები