შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას შემდეგ პარლამენტში პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძეც მივიდა. მან ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
პრემიერი ამბობს, რომ ის სრულად იზიარებს საზოგადოების პროტესტს, თუმცა ის, რაც ახლა პარლამენტის წინ ხდება, ბახტაძის შეფასებით არის ძალადობა და საქმე გვაქვს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან.
“ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტში ეს შეხვედრა არ უნდა ჩატარებულიყო, შესაბამისად ვიმეორებ, რომ ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის ეს არის მიუღებელი. შესაბამისად ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს, მაგრამ საკითხი დღეს დგას სხვანაირად. აქ მცდელობას აქვს ადგილი საქართველო მოწყვიტონ მდგრადი განვითარების ორბიტას. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“-განაცხადა პრემიერმა.

























