მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ბახტაძემ ამერიკულ-ქართული ფონდი დააფუძნა, რომლის ღონისძიებას დღეს აშშ-დან დაესწრება

61b051790ce3f
თელარა გელანტია
08.12.21 12:00
3165
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის (AGECF) მმართველი საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

AGECF დღეს, 19:30 საათზე სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ამერიკულ გამოცემა Foreign Policy-სთან ერთად პირველ ღონისძიებას მართავს.

როგორც bm.ge-ს ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის მმართველი საბჭოს წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა, ღონისძიებას მამუკა ბახტაძე ვაშინგტონიდან, Foreign Policy-ს ოფისიდან ონლაინ ჩაერთვება.

შეხვედრას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აღსანიშნია, რომ ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი 2021 წლის აგვისტოში დაფუძნდა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) რეგიონული ოფისის გახსნას თბილისში და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (FTA) გაფორმებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები