მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მამუკა ბახტაძის ცენტრ-პოინტში მუშაობა წარმატებული იყო"

5b3353ead0bb9
ანუკა ჯოხაძე
27.06.18 13:06
1772
"მამუკა ბახტაძის ცენტრ-პოინტში მუშაობა წარმატებული იყო"- ამის შესახებ ნინო დარასელმა გადაცემა ქალების ნარატივში განაცხადა. მისი თქმით, ბუნებრივი იყო ის რომ ეს თემა წინ წამოიწია და ამით როგორც ჟურნალისტები ისე ოპოზიციური პარტიები დაინტერესდნენ. დარასელის განცხადებით, ბახტაძის მიმართ ცენტრ-პოინტის თემა კონტრარგუმენტად არ გამოდგება, რადგან კომპანია ყველაზე წარმატებული სწორედ მაშინ იყო.

როგორც დარასელი ამბობს, მამუკა ბახტაძე მუშაობდა ცენტრ-პოინტ ინვესტში და მანვე შემოიყვანა კომპანია მილენიუმი. როგორც ის ამბობს, პირველად სწორედ მის დროს გაკეთდა სასტუმროების ქსელი თელავში, ქუთაისსა და ქურთაში. ხოლო რაც შეეხება ცენტრ-პოინტ ინვესტს, რომელიც ასევე სკანდალური თემაა, დარასელი ამბობს, რომ 8 მილიონი იყო შემოტანილი, საიდანაც 15 მილიონი ძირი და პროცენტი გადახდილია, მაგრამ დარჩენილია 800000, რომელიც უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით აღმაშენებელზე.

“როდესაც გავიგე მამუკა ბახტაძის სახელი მაშინვე მივხვდი რა შეიძლებოდა დაწყებულიყო ამ თემის ირგვლივ. ვერ გეტყვი რომ გამიკვირდა თუმცა ძალიან ვინერვიულე და მივხვდი რომ იმ პროცესს რომელიც ძლივს სრულდება ამან არ შეიძლება სარგებელი მოუტანოს ან პირიქით.რეალურად არც იმ რეპორტაჟისთვის მიყურებია, რაზეც ეს პოსტი დავწერე.

მეც რომ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, რა თქმა უნდა, გავამახვილებდი ამაზე ყურადღებას. ცენტრპოინტის სკანდალური თემა, რომელიც არ წყდება და ამდენი წელია მიმდინარეობს, ამიტომ ისედაც ბუნებრივი იყო ის რომ ამას პოლიტიკოსებიც გამოიყენებდნენ. მეც რომ ვყოფილიყავი პოლიტიკოსი და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მეც აუცილებლად ამ თემას წამოვწევდი წინ. თუ მართლა გვანაღვლებს დაზარალებულების ბედი და მართლა გვანაღვლებს დაუსრულებელი მშენებლობები, მაშინ უბრალოდ არაკეთილსინდისიერი არის თავისთავად ამ თემის ასე წამოწევა. კი ნამდვილად მუშაობდა მამუკა ბახტაძე ცენტრპოიტში, ოღონდ ცენტრპოინტ ინვესტში და არა დეველოპმენტში. ცენტპოინტ ინვესტი მაშინ იყო დაკავებული ინვესტიციების მოზიდვით და მანვე შემოიყავანა კომპანია მილენიუმი. სწორედ მაშინ პირველად გაკეთდა საქართველოში რეგიონალური ქსელი სასტუმროების თელავში, ქუთაისში და მათ შორის ქურთაში, რომელიც 2008 წლის ომის დროს დავკარგეთ. დღესდღეობით მის წინააღმდეგ კონტარგუმენტად ეს ნამდვილად ვერ გამოდგება, მისი მუშაობა ცენტრპოინტში იყო წარმატებული, მაშინ როდესაც კომპანია იყო ყველაზე ძლიერი სამშენებლო კომპანია საქართველოში ის ხელმძღვანელობდა რეგინალური სასტუმრობის ქსელის განვითარებას და დღემდე ის სასტუმროები წარმატებით მუშაობს.

რაც შეეხება ცენტრპოინტ ინვესტს, რომელიც ასევე სკანდალური თემაა, 8 მილიონი იყო შემოტანილი და გასტუმრებულია 15 მილიონი ძირი და პროცენტი,რომელიც ბევრად მეტია, მაგრამ დარჩენილია 800000, რომელიც უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით აღმაშენებელზე. სანამ ერთი დაზარალებული მაინც იარსებებს ამ დროს საერთოდ სხვა თემაზე საუბარი ან თუნდაც ჩემი ოჯახის წევრებზე საუბარი არ შემიძლია, ერთი დაზარალებული მეტია ვიდრე ჩემი ოჯახის 1000 წევრი”, - ამბობს ნინო დარასელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები