"ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს რომელიც დღეს ქვეყანაშია", - განაცხადა თბილისის მერმა მამუკა ბახტაძის პრემიერად ოფიციალურად წარდგენის შემდეგ.
კახა კალაძის თქმით, მამუკა ბახტაძის გუნდის პრიოტიტეტები ის მიმართულებები იქნება რაზეც თავად კანდიდატმა ოფიციალური განცხადებისას ისაუბრა.
"პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრიორიტეტებშია ეკონომიკის სწრაფი განვითარება, რეფორმები და საბანკო სფეროში რეგულაციები", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დღის განმავლობაში ჯერ პოლიტსაბჭოს შეხვედრა გაიმართა, შემდეგ უკვე უმრავლესობის წევრებს წარედგინათ პრემიერად მამუკა ბახტაძის კანდიატურა და ყველას მხრიდან მის კანდიდატურასთან დაკავშირებით თანხმობა იყო.

























