მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მამუკა ბახტაძის ხელისუფლების სათავეში მოსვლას იმედის თვალით ვუყურებთ"

5b27a0766b771
მაია ბიწაძე
18.06.18 16:05
768
"მამუკა ბახტაძის ხელისუფლების სათავეში მოსვლას იმედის თვალით ვუყურებთ", - ამის შესახებ "საქმის კურსის" ეთერში სადაზღვევო კომპანია "უნისონის" დირექტორმა, ვასილ ახრახაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი ის პრიორიტეტებია, რომლის შესახებაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. კერძოდ, საუბარია მცირე ზომის მთავრობაზე და რეფერმების გატარებაზე განათლების სექტორში.

"მცირე ზომის მთავრობის კონცეფცია, ბიზნესს და ეკონომიკას ნამდვილად წაადგება. ამით თავიდან ავირიდებთ ზედმეტ დანახარჯებს და ბიუროკრატიას, რაც რიგ შემთხვევებში საშუალებას მოგვცემს ავიცილოთ ერთიდაიგივე საკითხების მიმართ სხვადასხვა სამინისტროების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრიორიტეტულია განათლების სისტემა და ახალი ტექნოლოგიების შემოტანა. იმისთვის, რომ ქვეყანა საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს, საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიები და მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა, რისთვისაც ძირეული რეფორმა გვჭირდება“ - განაცხადა ვასილ ახრახაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები