კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოში ბოლომდე დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობა.
ამის შესახებ მან ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ხალხის ნება გამოხატულია. ახლა ნებას სჭირდება დაცვა. საქმე ბოლომდე არის მისაყვანი. მინდა, მოვუწოდო უბნებზე ჩვენს წარმომადგენლებს, რომ ბოლო წუთამდე დაიცვან ამომრჩევლების ხმები.
დღეს საქართველოს მოქალაქეებმა დაამათავრეს სტანგანციის პერიოდის. საქართველოში იწყება ახალი ცხოვრება, ახალი პერიოდი, რომელიც მიმართული იქნება ძლიერი საქართველოს ასაშენებლად.
რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში ბოლომდე დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობა, რომელსაც წერტილი დაუსვა ქართულმა საზოგადოებამ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
"მთავარის" ეგზიტპოლი: "ოცნება" - 42%, "ახლები" - 18% , ენმ - 13%, "ლელო" -9% "გახარია" – 8%;
"ფორმულას" ეგზიტპოლი: „ოცნება" - 40.9%, "ახალი" - 16,7%; "ნაციონალური მოძრაობა" - 16.7%; „ლელო“ – 10.3%; „გახარია - საქართველოსთვის“ - 8.2%.
"იმედის" ეგზიტპოლი: „ოცნება" - 56.1% "ახალი" - 12.6% "ნაციონალური მოძრაობა" - 11.6% „ლელო“ – 7% „გახარია - საქართველოსთვის“ - 4.8%