მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მამუკა მდინარაძე: "ქობულიასთან შეხვედრაზე მმართველ გუნდს არაფერი ესაქმება"

5cda8f9b29876
BM.GE
14.05.19 13:49
902
“საზოგადოება ყველაფერს კარგად ხვდება, თუ რის გამო გადადგა თანამდებობიდან ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია”, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

მამუკა მდინარაძე IPN-თან საუბარში აღნიშნავს, რომ მისი მოსაზრებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დეპუტატებთან შეხვედრას არ უნდა დაესწრონ.

15 მაისს, პარლამენტში, დეპუტატთა ჯგუფის მიწვევით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი მივა. ქობულიასთან შეხვედრა 13:00 საათზე, პარლამენტის კინოდარბაზში გაიმართება.

რამდენიმე დღის წინ გიორგი ქობულიას განცხადებაზე კომენტარი პრემიერ მინისტრმაც გააკეთა: „მე მოვუსმინე ყოფილი მინისტრის განცხადებებს და მინდა გითხრათ, რომ დიახაც იყო აცდენა ხედვებში, მიდგომებში, ჩვენთვის აუცილებელია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არის მთავრობაში, მას ჰქონდეს ზუსტი აღქმა ჩვენი დღევანდელი სოციალური რეალობის. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროგრამა და ვართ პასუხისმგებელი ამ პროგრამის შესრულებაზე“.

თანამდებობიდან გათავისუფლებული გიორგი ქობულია ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა რამდენი კვირის წინ „პალიტრანიუსის“ ეთერში შეაფასა:

„გეტყვით, ჩემს დამოკიდებულებას ბატონი ქობულიას მიმართ. მიმაჩნია, რომ მაღალი კლასის პროფესიონალი იყო, მეტსაც ვიტყვი, მე პატივი მქონდა მასთან ერთად მუშაობის და ეს თანამშრომლობა იყო ნაყოფიერი. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ ნათია თურნავასთანაც მექნება იგივე დონის პროდუქტიული თანამშრომლობა. შესაბამისად, ეს არის ჩემი შეფასება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები