გენ.გეგმის დოკუმენტის შესაძლო ჩავარდნას „სითი ინსტიტუტის“ დირექტორი მერიის შემადგენლობის განახლებას უკავშირებს. მამუკა სალუქვაძის განცხადებით, მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების მოსვლის შემდეგ, გენ.გეგმის შემფასებლებთა არსებული კავშირი სრულად გაწყდა.
„საექსპერტო დასკვნების საფუძველზე ჩვენ ვაბარებდით და ისინი იბარებდნენ. ეს ჯგუფი, რომელიც ნეიტრალური ექსპერტებისგან იყო შემდგარი გაუშვეს სახლში, ის საექსპერტო დასკვნა გაქრა საერთოდ, და ამის მაგივრად მოვიდა სრულიად ახალი შენიშვნები. არაფერია გამორიცხული, მაგრამ დოკუმენტი არის მზად. დოკუმენტი პასუხობს თანამედროვე ურბანულ გამოწვევებს. “ - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ „საქმის კურსის“ ეთერში.

























