"სითი ინსტიტუტის" დირექტორი გენგეგნის დოკუმენტის მიღებას ეხმაურება. მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომ არც ერთ მხარეს ძირეული საკითხები არ დაუთმია და იმედი აქვს, რომ საკრებულოში განხილვა პოზიტიურად გაგრძელდება.
"არავის არაფერი დაუთმია. ჩვენ გვქონდა მჭიდრო კომუნიკაცია, ვისაუბრეთ ერთმანეთთან და შევჯერდით. იყო გარკვეული კომუნიკაციის ნაკლებობდა, მაგრამ ჩვენ დავსხედით და ჩამოვყალიბდით ყველა საკითხზე რომელიც მერიისთვის იყო მნიშვნელოვანი. მათგან მივიღეთ წინდადებები, რომელმაც დაგვანახა, რომ მერიისთვის მართლაც მნიშვნელოვანია ამ წინადადებების უფრო უკეთ ჩამოყალიბება ან დაზუსტება იმისთვის რომ რეალობად იქცეს ის დოკუმენტი, რომელზეც ვლაკარაკობთ. ბუნებრვია ორივე მხარემ კომპრომისები გამოვნახეთ კიდევაც, მაგრამ ამას დათმობას ვერ დავარქმევდი. ყველა ის საკითხი დაზუსტდა, რომელიც შეიძლება საკრებლოს ფრაქციების დეპუტატებს აფიქრებდეთ.
გათვალისწინებული იქნა როგორც კერძო ისე საჯარო ინტერესები და საჯარო ინტერესები არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს როცა საჯარო დოკუმენტზეა საუბარი. მე ვფიქრობ, რომ პოზიტიურად გადაწყდება ყველაფერი" - განაცხადა „საქმის კურსის“ ეთერში „სითი ინსტიტუტის“ დირექტომა მამუკა სალუქვაძემ.