თბილისის მიწასთასარგებლობის გენერალური გეგმა უკვე საბოლოო ფაზაშია შესული. მამუკა სალუქვაძის განცხადებით, „სითი ინსტიტუტმა“ გადასცა თბილისის მერიას დოკუმენტი, მათ შეისყიდეს და საბოლოო მოსმენაზე საკრებულოში გადაიგზავნა.
"ბოლო თვეების განმავლობაში, საკრებულოს დარგობრივ კომისიებთან მუშაობა მიმდინარეობდა, საკმაოდ ინტენსიური განხილვები იწარმოებოდა, მოსმენაში ხშირად იყო ოპოზიციაც ჩართული და საკითხების ერთიანი ჩასწორება მოხდა. არის გარკვეული საკითხები დარჩენილი, რაზეც ახლაც მიმდინარეობს შეჯერება, თუმცა, ეს არ არის ისეთი ძირეული და მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ხელს შეუშლის დოკუმენტის მიღებას. ამიტომ, ვფიქრობ, ოქტომბრის დასაწყისში თბილისს დამტკიცებული დოკუმენტი ექნება.“ - ამბობს სალუქვაძე.

























