მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა შურღაია: ვფიქრობთ, „მწვანე კონცხი ბოტანიკოს" პროექტს მარტში დავასრულებთ

63b4056d9676e
ვიქტორია მღებრიშვილი
03.01.23 15:45
888
„სილქ როუდ ჯგუფის“ საცხოვრებელი კომპლექსის „მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ პროექტი სრულად მიმდინარე წლის მარტში დასრულდება - პროექტის შესახებ „სილქ როუდის“ უძრავი ქონების დირექტორმა მამუკა შურღაიამ BMGtv-სთან ისაუბრა.

მისი თქმით, 2021 წელს დაწყებული საცხოვრებელი უძრავი ქონების პირველი პროექტი უნიკალურ ადგილას მდებარეობს.

„2019 წლიდან „სილქ როუდ ჯგუფმა“ სასტუმროების გარდა, ახალი მიმართულებით განვითარების გადაწყვეტილება მიიღო - ეს საცხოვრებელი ბინებია. პირველი პროექტი „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ 2021 წლის ბოლოს დავიწყეთ. 2022-ში მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობდა და ვფიქრობთ, პროექტს 2023 წლის პირველ კვარტალში - მარტში დავასრულებთ. „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ თავისი ადგილმდებარეობით უნიკალური პროექტია, რომელიც ერთი მხრივ ბათუმთან ძალიან ახლოსაა და ამავე დროს ფაქტობრივად ბათუმის ბოტანიკურ ბაღშია. ოთხმოცივე ბინას ზღვის ხედი აქვს. პროექტს თავისი საცურაო აუზი და რესტორანი ექნება“, - აღნიშნა შურღაიამ.

ინფორმაციისთვის, „სილქ როუდ ჯგუფი“ ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 1997 წელს დაარსდა. კომპანია ძირითადად ხუთ სექტორში საქმიანობს. ესაა: უძრავი ქონება, ტელეკომუნიკაციები, სტუმარ-მასპინძლობა, ტრანსპორტირება და ენერგეტიკა. ჯგუფის მფლობელობაშია მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი სასტუმროები: Radisson Blu Iveria თბილისში, Radisson Blu ბათუმში, Radisson Collection წინანდალში და ასევე წინანდალში მდებარე Park Hotel-ი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები