TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ბანკი საზოგადოებას 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებზე ინფორმაციას გაასაჯაროვებს.
"მზად ვართ ინფორმაცია გავუზიაროთ ყველა მხარეს და სხვა შესაბამის პირებს. საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე არჩეულ იქნას თქვენს მიერ დასახელებული ადგილობრივი თუ უცხოური კომპანიები, რომელთაც ჩვენ გადავცემთ ყველა ინფორმაციას,"- ამბობს მამუკა ხაზარაძე

























