მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს ტელედებატებში იწვევს

5d6505111f10a
BM.GE
27.08.19 14:13
4114
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სპეციალურ ბრიფინგს მართავენ, რომელიც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დიდ ბრიტანეთში მათი აქტივების დაყადაღების შესახებ გაგზავნილ მოთხოვნას უკავშირდება. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს არის იმის მტკიცებულება, რომ სახელმწიფო მის ინსტიტუტებს პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის იყენებს. ამავე ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს ტელედებატებში იწვევს. 

"მე ვთავაზობ ბიძინა ივანიშვილს, შეუძლია მობრძანდეს ნებისმიერ ტელევიზიაში, მაგალითად იმედში, მობრძანდეს და განაცხადოს რა საუბრები იყო, რა მოლაპარაკებები იყო.

მინდა ხელისუფლებას დავუსვა შეკითხვა, რატომ შეეშინდა? ძალიან შეეშინდათ მათ, იმიტომ რომ, როცა ის სამსახურები, რომელთა ხელფასებსაც ბიზნესმენები ვიხდით, გამოყენებულია პოლიტიკური დევნისთვის, ნიშნავს იმას, რომ არსებობს შიში, აბსოლუტურად დიდი პანიკის საფუძველი. ჩვენ ნამდვილად არ გვეშინია.

რასთან გვაქვს საქმე? თქვენ იცით, რომ ბიზნესმენისთვის ყველა ანგარიშის დაყადაღება და ყველა ანგარიშის გაჩერება ნიშნავს, რომ მათი გაგებით, ჩვენ ვერ მოვემსახურებით იმ ვალებს, ადგილობრივ თუ უცხოურ საკრედიტო მომსახურებას ვერ განვახორციელებთ, რომელსაც ვახორციელებდით და რომლითაც ვაფინანსებდით და დღემდე ვაფინანსებთ ანაკლიის პორტს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მათი გაგებით, ვერ დავაფინანსებთ მოძრაობას, ვერ დავაფინანსებთ პარტიას, რომლის დაფუძნების თარიღსაც მალე შეგატყობინებთ. არ გამოგივათ არაფერი. რატომ? იმიტომ, რომ საქრათველოში არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელსაც მეგობრობა ჰქვია და რომელიც ამ ხელისუფლებას არ ჰყავს. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი საქართველოში და უცხოეთში, რომელიც ყველანაირად მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ის კურსი, რაც შევპირდით ჩვენ ხალხს, რომ რეალობა, ეს მახინჯი, მიკერძოებული სახელმწიფო ერთ ხელში, დასრულდეს“, - განაცხადა ხაზარაძემ.


 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები