"თი ბი სი ჯგუფმა" ორი დღის წინ ოფიციალურად განაცხადა სადაზღვევო კომპანია "კოპენბურის" 100%-იანი წილის შესყიდვის შესახებ. "ბიზნესკონტრაქტის" კითხვაზე რას შეცვლის "თი ბი სი ჯგუფის" მიერ სადაზღვევო ბიზნესში შესვლა ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, საპასუხოდ "თი ბი სი ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ დაახლოებით 2 წელიწადში ეს იქნება ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანია საქართველოში.
"ჩვენ შევიძინეთ სადაზღვევო კომპანია, რაც არის ჩვენი ბანკის განვითარების სტრატეგია. უახლოეს 2 წელიწადში ეს იქნება ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანია საქართველოში", - განაცხადა ხაზარაძემ.
როგორც ცნობილია "კოპენბური" აქცენტს ავტო სადაზღვევო პროდუქტებზე აკეთებდა თუმცა როგორც მამუკა ხაზარაძე აცხადებს, ისინი ყველა მიმართულებით, მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებითაც აპირებენ გააქტიურებას. ,,ყველა მიმართულებით ვაპირებთ, მაგრამ ეტაპობრივად", - აცხადებს ხაზარაძე.

























