"თიბისი ბანკის" და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი მათ „პრაქტიკულად დაემუქრა“.
ამის შესახებ ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დეპუტატების 2008 წლის ტრანზაქციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის.
„ეროვნული ბანკი პრაქტიკულად გვაშანტაჟებდა მე და ბადრის. მისი პრეზიდენტიც და მისი თქვენ მიერ ახლადარჩეული მოადგილის - ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან. ისინი მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ჩვენ გამოგვიგზავნეს წერილი, გამოუგზავნეს დამოუკიდებელ დირექტორებს. 7 წევრი ჰყავს „თიბისის“ სამეთვალყურეო საბჭოს და 9 წევრი ჰყავს ლონდონის ბირჟაზე. აქედან 5 წევრი, რომელიც საქართველოშია, არის ლონდონის ბირჟის მიერ არჩეული დამოუკიდებელი დირექტორები, რომლებსაც არანაირი კავშირი „თიბისი ბანკთან“ არ აქვთ; ერთადერთი კავშირი აქვთ დამოუკიდებლობასთან - ესენი არიან უცხოელები; მე და ბადრის გვაქვს 2 ხმა, შესაბამისად, 2 ხმით არანაირი გადწაყვეტილების მიღება მე და ბადრის არ გვაქვს. გამოაგზავნეს წერილი, პირველი ჯარიმა მოვიდა 10 000 ლარზე... ეტყობა ვიღაცამ დაუწუნა, რომ ეს ფული ცოტაა, შევხვდი სებ-ის პრეზიდენტს და ვუთხარი, რომ ამ ფულსაც არ გადავიხდიდი, რადგან 11 წლის წინანდელი საქმე არ არის სწორი, როგორც თქვენ მიგყავთ-მეთქი; შემდგომ გამოუშვეს ახალი დეპარტამენტი, დაგვარიცხეს 1 მილიონი ლარი, გამოაგზავნეს ჯარიმა და წერილი დამოუკიდებელ დირექტორებთან, სადაც მოითხოვეს, რომ განეხილათ ჩემი და ბადრის ბანკში დარჩენის მიზანშეწონილობა, თუ არადა ისინი გამოსცემდნენ ბრძანებას ჩვენი გადაყენების შესახებ ან მოითხოვნდნენ ბუფერული კაპიტალის გაზრდას, პრაქტიკულად დაგვემუქრნენ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

























