მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მამუკა ხაზარაძე: კონკურენცია იზრდება - სუსტი მოთამაშეები ბაზრიდან გადიან ან სხვას ერწყმიან

592680e6cce86
BM.GE
25.05.17 13:38
2658
"რამდენი ბანკი იქნება ბაზარზე, ამას ბაზარი დაარეგულირებს", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, კონსოლიდაცია ყველა სფეროში მიმდინარეობს და პროცესი ხელოვნურად არ მიმდინარეობს.

"კონკურენცია იზრდება - სუსტი მოთამაშეები ბაზრიდან გადიან ან ერწყმიან სხვას. ასე, რომ დრო გვაჩვენებს როგორ წავა სიტუაცია. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ზოგი გამსხვილდება, ზოგმა შესაძლოა ბიზნესის ნაწილი გაყიდოს. ნებისმიერი მსგავსი ცვლილება ბაზრის ჯანსაღი პროცესია. სექტორი კარგად რეაგირებს ცვლილებაზე. თუ გამსხვილების საჭიროებაა მოთამაშეები მსხვილდებიან, თუ ლიკვიდაციის საჭიროებაა ლიკვიდაციაში გადიან. ეს ჩვეულებრივი საბაზრო პრინციპია", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები