"თი ბი სი ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბოლო პერიოდში ექსპერტების ნაწილის მხრიდან ლარის გაუფასურებაში ბანკების დადანაშაულების ფაქტს ეხმაურება. მამაუკა ხაზარაძე უსამართლო ბრალდებებს არ იღებს და განმარტავს, რომ ლარის გაუფასურება პირველ რიგში ბანკებს აზარალებს.
"ელემენტარული ცოდნა არის საჭირო იმისთვის, რომ ლარის ვარდნა დოლართან მიმართებაში პირველ რიგში აზარალებს ბანკებს, რამეთუ კომერციული ბანკების კაპიტალი ითვლება უცხოეთში დოლარში, იმიტომ რომ ჩვენი წამყვანი ბანკები არიან ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ჩვენი ინვესტორები არიან სხვადახვა ქვეყნიდან, რომლებიც ინვესტიციებს აკეთებენ მყარ ვალუტაში ანუ დოლარში. ნებისმიერი ვარდნა იწვევს კაპიტალის შემცირებას და იწვევს ინვესტიციების დაკარგვას ამ ინვესტორებისთვის. ეს ერთი მხარეა. მეორე მხარეა, რომ ნებისმიერი ვარდნა პრობლემას უქმნის ჩვენს კლიენტებს, რომ დააბრუნონ სესხი. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ეს მოდის რეზერვში და აკლდება ბანკის შემოსავალს", - განმარტავს მამუკა ხაზარაძე.

























